"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთთან მოლაპარაკებებში წითელ ხაზს წარმოადგენს, და ის მათ ოფიციალური მოსკოვის ნაწილად არასდროს აღიარებს.
„ჩვენ ამაზე არ წავალთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინის ლიდერის განცხადებით, ტერიტორიები რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხი იქნება.
„რაც შეეხება ტერიტორიებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ერთ-ერთი სენსიტიური და რთული საკითხი მოლაპარაკებების დროს. მაგრამ, ამის მიუხედავად, პირველი ნაბიჯი არის ცეცხლის უპირობო შეწყვეტა“, - თქვა მან.
როგორც მან დასძინა, ფრონტის გარკვეულ ადგილებში, ცაში ან ზღვაში, ცეცხლის შეწყვეტა საერთო ჯამში ფრონტის მთელ ხაზზე ომის შეჩერებას გამოიწვევს. „ეს სწორი ნაბიჯებია, თუ ჩვენ ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით გვსურს“, - თქვა ზელენსკიმ.