ზელენსკიმ კიევში აშშ-ის სენატის დელეგაცია მიიღო

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში კონგრესის დელეგაცია მიიღო, რომელსაც აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი ხელმძღვანელობდა.

ზელენსკიმ თავის ინსტაგრამზე დაწერა, რომ ვიზიტი „აშშ-ს კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მხრიდან უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია“.

მან დასძინა: „მადლობა თქვენი ხელმძღვანელობისთვის, რომელიც გვეხმარება ბრძოლაში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას“.

პრეზიდენტის სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდზე ზელენსკის შეხვედრის ვიდეო გამოქვეყნდა.