პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რატომ არ აწესებენ სანქციებს. მე გავიგე, რომ ამის მიზეზად ეკონომიკის დაცვას ასახელებენ. რომელი ეკონომიკა? რუსეთმა უკვე წაიღო საქართველოს ტერიტორიის 1/4“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ მესმის სახელმწიფოს ლიდერების პოზიცია. მრავალი კილომეტრის მიუხედავად, ჩვენ მეზობლები ვართ, არ გვსურს კონფლიქტი საქართველოსთან. როგორ გამოვიდა საქართველო ქუჩაში, როგორ დაგვიჭირა მხარი, მაგრამ მოქმედებებს ვერ ვხვდები.
რატომ არ აწესებენ სანქციებს. მე გავიგე, რომ ამის მიზეზად ეკონომიკის დაცვას ასახელებენ. რომელი ეკონომიკა? რუსეთმა უკვე წაიღო საქართველოს ტერიტორიის 1/4“, - თქვა ზელენსკიმ.