„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, გადაწყვეტილება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ შეყვანის შესახებ დასავლეთის დიდი შეცდომა იყო.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ დიდი შეცდომა იყო უკრაინის NATO-ში არ შეყვანა ამ წლების განმავლობაში. ეს სტრატეგიული შეცდომა იყო.
არავინ ელოდა, რომ ასე ძლიერები ვიყავით, რომ სამ დღეზე მეტ ხანს ვიდგებოდით. ზოგიერთმა დიდმა სახელმწიფომ არ ისურვა სანქციების დაწესება და თქვა, რატომ უნდა დაწესდეს სანქციები, თუ სამ დღეში დაიკავებენო. ეს არის სიცრუე უკრაინის მიმართ. მაგრამ ჩვენ შევძელით შეგვეცვალა ჩვენს მიმართ დამოკიდებულება, ჩვენი ერთიანობით და რუსეთის მიმართ წინააღმდეგობით“, - განაცხადა ზელენსკიმ.