პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თუ დახოცავენ ჩვენს ხალხს მარიუპოლში, ჩაატარებენ ფსევდო რეფერენდუმებს ფსევდო რესპუბლიკებში, უკრაინა მონაწილეობას აღარ მიიღებს მოლაპარაკების არც ერთ პროცესში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრის საკითხს, ზელენსკი აცხადებს, რომ თავიდანვე მოითხოვდა მასთან შეხვედრას, რადგან მიაჩნია, რომ შუამავლების დონეზე მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატი სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.
„ვფიქრობ, ეს ომი შესაძლებელია, შეწყდეს იმის მიერ, ვინც ის დაიწყო“, – აღნიშნავს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, არსებობს დიპლომატიური გზა და არსებობს სამხედრო გზა.
„ნებისმიერი გონიერი ადამიანი აირჩევს დიპლომატიურ გზას, რადგან მან იცის, რომ სირთულის მიუხედავად, ამას შეუძლია ათობით ათასი მსხვერპლის არიდება, ასეთ მეზობელთან კი, ასობით ათასის და შესაძლოა, მილიონისაც. არც ერთ ლიდერს არ აქვს უფლება, უარი თქვას დიპლომატიურ გზაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.