გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, თემურ მაჭარაშვილი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გამოცემა Telegram არხზე ავრცელებს.
"კიდევ ერთი ქართული წარმოშობის მებრძოლი, კაპელანი თემურ მაჭარაშვილი საომარი მოქმედებების დროს რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს.
"ბანდერას" მებრძოლთა რიგებში მისი ძმა ერნესტი და მამა ირიცხებიან." - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, "კაპელანი" - მღვდელმსახური, რომელსაც მყარად აქვს მინდობილი სამწყსო მზრუნველობა. ამ საქმიანობას კაპელანი საერთო და ადგილობრივი სამართლის ნორმებიდან გამომდინარე აღასრულებს (CIC, კან. 564), წინამძღვართან შესაბამისი ურთიერთობის ფარგლებში (CIC, კან. 571).
გარდა ჩვეულებრივი სამწყსო მზუნველობისათვის საჭირო შესაძლებლობებისა და უფლებებისა, რომლებიც მას ადგილობრივი სამართლის წესებედან გამომდინარე ან განსაკუთრებული უფლებამოსილების ძალით ენიჭება, მისივე მსახურებიდან გამომდინარე, კაპელანს შეუძლია მისადმი მინდობილ მორწმუნეთა აღსარებების მიღება, ქადაგება, სიკვდილისწინა ზიარების მიცემა, სნეულთა მირონცხება, სიკვდილის საფრთხის წინაშე მდგომთა ზეთის კურთხევა (CIC, კან. 566, ნაწ. 1). საავადმყოფოებში, სატუსაღოებსა და ზღვით მგზავრობისას მას აქვს, აგრეთვე, უფლება, გაათავისუფლოს მორწმუნე როგორც დაფარული, ისე განუცხადებელი გამოთქმული სასჯელის დისციპლინარულ სანქციათაგან (რასაც 976-ე კანონის 2 ნაწილი ითვალისწინებს).