VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„დილით მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს ვესაუბრე უკრაინისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის მშვიდობის ძიებაზე, ოკუპანტების სისასტიკეზე და ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარულ დერეფნებზე. მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას ომის წინააღმდეგ მკაფიო და მტკიცე პოზიციისთვის და უკრაინისთვის ლოცვისთვის. მე ის ამ ყველაზე გადამწყვეტ დროს ჩვენს ქვეყანაში მოვიწვიე.
მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის ორგანიზებას, რომელიც თითოეული ჩვენგანის, თითოეული უკრაინელის მიმართ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერაა,“- აღნიშნა ზელენსკიმ.