დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
აქტიური საომარი მოქმედებები არაუგვიანეს 2-3 კვირაში შეწყდება - ასეთ პროგნოზს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი.
„ისინი წინ მოიწევენ, ვიდრე არ დასრულდებიან და დასრულდებიან ძალიან მალე. ორ-სამ კვირას ვიძლევი აქტიური საომარი მოქმედებებზე, რადგან მერე უბრალოდ აღარაფერი იქნება... მათი პრობლემები თოვლის გუნდასავით იზრდება და როდის მოვა მოქმედებაში, ამას ვნახავთ. მე როცა ვამბობ 3 კვირას, ეს ოპტიმისტური პროგნოზია მათთვის. ესეც იმ შემთხვევაში თუ შეინარჩუნებენ მართვას და ზურგის რეზერვებით შევსებას,"- განაცხადა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.