დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შეიძლება თუ არა ქრისტიანებმა ვთქვათ: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს? - ამ შინაარსის კითხვას დეკანოზი თამაზ ლომიძე სვამს და შემდეგნაირად განმარტავს:
„დღეს ზოგი მორწმუნე ღელავს და ამბობს: დიდება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და დაუშვებელია ქრისტიანმა თქვას: დიდება უკრაინასო. ცდებიან, რადგან დაკვირვებით არ წაუკითხავთ ბიბლია. ნახეთ, როგორ ადიდებს პავლე მოციქული კეთილ ადამიანებს: „დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს“. (რომ. 2,10)
ანუ თუ სიკეთეს ემსახურება, დიდება ეკუთვნის ადამიანსაც. იგივე მოციქული გვასწავლის, რომ ყველა დიდება განსხვავებულია, სხვა არის დიდება ღმერთისა და სხვაა დიდება ადამიანისა, “...სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.“(1 კორ. 15, 40-41)
ანუ ღმერთის ქმნილებათაც აქვთ დიდება, თვით ვარსკვლავებსაც კი, ასევე ადამიანებს და ანგელოზებსაც (ისინიც შექმნილნი არიან), მაგრამ მათი დიდება განსხვავდება ღმერთის დიდებისგან. ამიტომ, არ არის ერთი და იგივე, როცა ვამბობთ „დიდება ღმერთს“ და როცა ვამბობთ „დიდება სამშობლოს“.
შესაბამისად, ქრისტიანებს შეგვიძლია ვთქვათ: დიდება უკრაინას ან დიდება საქართველოს, რადგან ამით უპირველესად, ჩვენს სურვილს გამოვხატავთ, რომ ბოროტებასთან და უსამართლობასთან ბრძოლაში იდიდოს და დიდება ჰქონდეს ამ ქვეყანას და მის ხალხს. დიდება უკრაინას, დიდება მის გმირებს!“, - წერს დეკანოზი.