მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინაში პირადად გააცილა სპეცდანიშნულების პოლკის წარმომადგენლები, რომლებიც ჩეჩნეთში ყველაზე მომზადებულები არიან ომისთვის. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„დღეს პირადად გავაცილე უკრაინაში მებრძოლები პოლიციის ლეგენდარული პოლკიდან, ისინი არიან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყველაზე მომზადებული მებრძოლები, რომლებსაც ხელმძღვანელობს ჩემი ძვირფასი ძმა, რუსეთის გმირი ზამიდ ჩალაევი,“ - დაწერა კადიროვმა საკუთარ ტელეგრამარხზე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რამზან კადიროვი ამბობდა, რომ თავადაც კიევში იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ჩეჩნეთში იმყოფებოდა.