ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა. მოლაპარაკებების ძირითადი თემა უკრაინაში ომი და ევროკავშირის მომავალი სამხედრო დახმარების გაგრძელება იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი მორიგი კონფერენცია 2026 წელს პოლონეთში ჩატარდება.

მედიის ცნობით ლიდერებმა ასევე განიხილეს ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის საკითხიც. ზელენსკი ვარშავაში ასევე შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას.