ზელენსკი: უკრაინის ევროპელ პარტნიორებს შეუძლიათ გაზარდონ საკუთარი იარაღის წარმოება 2-3-ჯერ, მაგრამ ისინი ამას ჯერ არ აკეთებენ

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროპელ პარტნიორებს შეუძლიათ გაზარდონ საკუთარი იარაღის წარმოება 2-3-ჯერ, მაგრამ ისინი ამას ჯერ არ აკეთებენ.

მისი თქმით, ომის დროს საგრძნობლად შეიცვალა თავდაცვის ძალებისთვის პარტნიორი ქვეყნებიდან და უკრაინელი მწარმოებლებისგან მიწოდებული იარაღის თანაფარდობა.

„ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კავშირის შენარჩუნება. და ეს ასევე უსაფრთხოების გარანტიებია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.