ტრამპის მრჩევლების მოსაზრებით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას თვეები დასჭირდება - Reuters

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას თვეები ან გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ტრამპის ორი მრჩეველი, რომელიც არჩეულ პრეზიდენტთან უკრაინის კრიზისს განიხილავდა, დარწმუნდა, რომ პრობლემის მოგვარებას რამდენიმე თვე დასჭირდება, ვიდრე ერთი დღე, როგორც ამას ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვარაუდობდა და მათივე თქმით, ერთ დღეში კონფლიქტის მოგვარება გამოწვეული იყო კონფლიქტის არასათანადო შეფასებით.

ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა კიტ კელოგმა, რამდენიმე დღის წინ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ სურს კონფლიქტის გადაწყვეტის გზები 100 დღეში იპოვოს.

თუმცა კელოგის მიერ დასახელებული ეს ვადაც, უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩისთვის, ჯონ ჰერბსტისთვის, "ძალიან, ძალიან ოპტიმისტურია".