რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

ტყვეები

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა 25 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი. მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები, ასევე კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაში მონაწილე სამხედროები. გათავისუფლებულებს შორის არიან მძიმედ დაჭრილები და დაავადებულები.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავისი მოქალაქეების დაბრუნება არის ის, რაზეც უკრაინა მუდმივად მუშაობს.

„და ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ყველა ჩვენგანს არ დავაბრუნებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელიც მუშაობს ტყვეოდან უკრაინელების გათავისუფლებაზე, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შუამავლობისთვის.

სამხედრო ტყვეების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ცნობით, უკრაინის ტყვეობიდან 25 რუსი სამხედრო გათავისუფლდა. ისინი ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა.