პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკელმა კომიკოსმა ემი შუმერმა, რომელიც წლევანდელი ოსკარის დაჯილდოების თანაწამყვანი იქნება, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვია ფილმის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ემი შუმერმა განმარტა, რომ ოსკარი კარგი პლატფორმა იქნებოდა ზელენსკისთვის, რომ მილიონობით ამერიკელს უამბოს უკრაინის ომის შესახებ.
„მე ვთავაზობდი, მინდოდა მეპოვა გზა, როგორმე სატელიტის საშუალებით დამეკავშირებინა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამდენი თვალი ოსკარისკენ არის მიპყრობილი“, - თქვა მსახიობმა.
ემი შუმერი წელს ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოებას რეგინა ჰალთან და ვანდა საიკსისთან ერთად წაიყვანს.