თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ შეხვედრის და საუბრის დროა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად.
"ჩვენ ყოველთვის დაჟინებით ვითხოვდით მოლაპარაკებებს, ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ დიალოგს, ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს მშვიდობისთვის. მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში. შეხვედრის დროა, საუბრის დროა, დროა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად.
მოსკოვში, ყირიმის დაპყრობის წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ბევრი სიტყვა გაისმა. დიდი აქცია გაიმართა და ერთ დეტალს მინდა მივაქციო ყურადღება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში, მიმდინარე აქციაში სულ 200 000-მდე ადამიანი იყო ჩართული. 100 ათასამდე ქუჩაში და 95 ათასი სტადიონზე. დაახლოებით ამდენივე რუსი ჯარისკაცი მონაწილეობდა უკრაინაში შეჭრის ოპერაციაში. წარმოიდგინეთ, 14 ათასი გვამი, ათიათასობით დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი მოსკოვის ამ სტადიონზე. ამ შემოჭრის შედეგად, რუსეთის დანაკარგი უკვე ძალიან დიდია. ეს ომის საფასურია. ომი უნდა დასრულდეს,"- აცხადებს ზელენსკი.