პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილმა უკრაინელმა სპორტსმენმა ოლგა ლიახოვამ ოჯახში მომხდარი ტრაგიკული ამბავი გააზიარა. უკრაინელმა მორბენალმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბებიის გარდაცვალებაზე ისაუბრა, რომლის გულმა ვერ გაუძლო უკრაინაში რუსული ჯარების მიერ გაჩაღებულ ომს.
„მისმა გულმა ვერ გაუძლო მეორე ომს ცხოვრებაში. თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია. მაპატიე ყველაფერი. მჯერა, რომ ისევ ბედნიერი ხარ სამოთხეში და იქ შეხვდი ბაბუას. სამუდამოდ დარჩები ჩემს გულში.. “- წერს ლიახოვა.
სპორტსმენის ბებია რუბიჟნეში (ლუგანსკის რეგიონი) გარდაიცვალა. რუსი დამპყრობლები იქ შეტევითი ოპერაციას ატარებენ.
ლიახოვაიამ აღნიშნა, რომ 9 მარტიდან ბებიამ შეწყვიტა მათთან ურთიერთობა და 18 მარტს ცნობილი გახდა ქალის გარდაცვალების შესახებ.
ოლგამ ასევა თქვა, რომ საყვარელი ადამიანის დასაფლავებასაც კი ვერ მივა, რადგან აქტიური საომარი მოქმედებებია.
შეგახსენებთ, რომ ომი უკრაინაში 24 თებერვალს დილით ადრე დაიწყო, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო უკრაინაში. წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიაზე უკვე მესამე კვირაა გრძელდება.