1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ნატოს" მიმართა და განაცხადა, რომ ალიანსმა არ უნდა თქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომელმაც თავისი სიძლიერე რუსეთთან ომში აჩვენა, „ნატო" სტანდარტებს არ შეესაბამება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკვე ერთი თვეა, თავს ვიცავთ! ეს გმირული წინააღმდეგობის თვეა, ყველაზე ბნელი ტანჯვის, მშვიდობიანი ქვეყნის დაუსჯელად განადგურების თვე. ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს თვალწინაა. გთხოვთ, არასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი „ნატოს" სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენი შეგვიძლია გავცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში. „ნატომ" კი ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს, რისი გაკეთება შეუძლია ალიანსს. აჩვენოს, რომ მართლაც მსოფლიოში მძლავრი თავდაცვითი გაერთიანებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.