დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი ვარ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კრემლში არ ეგონათ, რომ ყველა უკრაინელი დაიცავდა ქვეყანას.
„რუსეთში ხედავენ სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკოსებს, ეკონომიკურ მაგნატებს. მათ იმედი აქვთ, რომ ყველას იყიდიან ან დააშინებენ, აი, ჩემს შესახებ კი ზუსტად იციან – არ გამოუვათ. ამიტომაც არის მუქარა. ყველაფერი მარტივადაა.
პუტინის ხალხი არ იცნობს უკრაინას. უკრაინა ისეთია, როდესაც შენთან უკრაინაა, შენ უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ეს არის წესი, რომელიც დასავლეთშიც ბევრმა უნდა ისწავლოს“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
როგორც ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
„ეს ბლეფია. ერთია, იყო მკვლელი, მეორეა, იყო თვითმკვლელი. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ნიშნავს დასასრულს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვინც მას გამოიყენებს, არამედ ყველაფრისთვის, რაც შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრებაში ძვირფასი იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.