VIDEO: რატომ ატირდა ოლენა ზელენსკა ინტერვიუს დროს

ოლენა ზელესკა

უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას, იაპონური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ცრემლები წამოუვიდა. მან ცრემლები ვერ შეიკავა მაშინ, როდესაც ვინიციდან პატარა ლიზაზე საუბრობდა, რომელიც 14 ივლისს ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

ცნობილია, რომ ზელენსკა იცნობდა 4 წლის ლიზას. გოგონამ მონაწილეობა მიიღო საშობაო ვიდეოს გადაღებაში. პირველმა ლედიმ თქვა, რომ ბავშვი ძალიან მზიანი და მხიარული იყო.

„გულწრფელად ვერც კი აღვწერ ჩემს გრძნობებს. ეს მძიმე დარტყმა იყო ჩემთვის. ემოციებს ახლაც ვიკავებ იმიტომ, რომ ახლაც, როცა მასზე ვლაპარაკობ, ცრემლები მომდის. ძალიან მტკივა“, - თქვა პირველმა ლედიმ.

შეგახსენებთ, 14 ივლისს გამთენიისას, დამპყრობლებმა რაკეტები გაუშვეს ვინიცას ცენტრში. ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ავტოსადგომზე გავრცელდა. სულ დაზიანდა 50-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების შენობა და 40-ზე მეტი მანქანა. სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი 27 ადამიანია, მათ შორის სამი ბავშვი.