პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი დავით კაკულია უკრაინაში იმყოფება. ჟურნალისტი იმ მძიმე ვითარების შესახებ საუბრობს, რაც ახლა ადგილზე ხდება.
როგორც კაკულიამ აღნიშნა, ნიკოლაევი 3 მხრიდან არის ალყაშემორტყმული და ასე ცდილობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქში შეჭრას.
„19.00 საათზე აქ იწყება კომენდანტის საათი. მხოლოდ სასტუმროს დერეფნებში არის ახლა შუქი ანთებული. ჩვენ აკრძალული გვაქვს სასტუმროს ნომრებშიც კი სინათლის ანთება 7 საათის შემდეგ, ვინაიდან ყოველ ღამით არის დაბომბვის რისკი. ახლაც კი, როდესაც თქვენ კითხვას მისვამდით, ისმოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვითი სისტემების ხმა.
როგორც ჩანს, არის კვლავ საფრთხე ან სარაკეტო იერიშის, ან საჰაერო იერიშის, ვგულისხმობ მოიერიშე და გამანადგურებელ თვითმფრინავებს. ნიკოლაევი, როგორც მოგეხსენებათ, 3 მხრიდან არის ალყაშემორტყმული. 3 მხრიდან ცდილობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალები აქ შემოჭრას. თუმცა ჯერჯერობით მათ ეს, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ. ბოლო მცდელობისას აეროდრომთან, სადაც ჩვენც ვიმყოფებოდით (აქ ნიკოლაევთან არის სამხედრო აეროდრომი), დაახლოებით 20-მდე ტიპის სხვადასხვა ტექნიკა გაანადგურეს უკრაინელმა სამხედროებმა.
ეს არის მათთვის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქი, რომლის აღება სურთ. სურთ, რატომ – ნიკოლაევს ეძახიან ოდესის კარიბჭეს. თუკი დაეცემა ნიკოლაევი, ამას ღიად ამბობენ უკრაინელი სამხედროები, შესაძლოა, დაეცეს ოდესაც, რომლის აღება არ არის ისე მარტივი, თუმცა გააჩნია საიდან შეუტევენ და რა რაოდენობის ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეუტევს. აქ სიტუაციას ართულებს ის, რომ როგორც ნიკოლაევის შემთხვევაში, ისე ოდესის შემთხვევაში, შეტევა შესაძლებელია როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან და ჰაერიდან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ანექსირებული ყირიმი არის საკმაოდ ახლოს. შესაბამისად, ყველა ის თვითმფრინავი, რომელიც ბომბავს შავი ზღვისპირეთში მდებარე უკრაინულ ქალაქებს, ფრინდება სწორედ ანექსირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომებიდან, რომელიც 2014 წელს ჩაიგდეს რუსმა სამხედროებმა ხელში ე.წ. რუსული გაზაფხულის დროს.
თავად ნიკოლაევში, რაც შეეხება სიტუაციას, სიტუაცია ნამდვილად არ არის კარგი, მე ვიტყოდი, მძიმეც კი. ჩვენ ვიმყოფებოდით, სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა, რომ რუსულ რაკეტებს და ბომბებს დააღწიოს თავი. ბუნებრივია, ყველაზე მძიმე სანახავი არის ჩვილი ბავშვები, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ პირობები შეუქმნან, მაინც სცივათ. არ არის ის პირობები რომ ბავშვი იქ იყოს, განსაკუთრებით ორსული ქალები“, - ამბობს დავით კაკულია.