უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან დღემდე 79 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა

ბავშვი

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს 79 ბავშვია დაღუპული, 100-ზე მეტი კი დაჭრილია.

მათივე ცნობით, ყველაზე დიდი მსხვერპლია კიევში, ხარკოვში, სუმში, ხერსონსა და ჟიტომირში.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დღევანდელი მონაცემებით, 280 სასწავლო დაწესებულებაა განადგურებული, მათგან ცხრა შენობა სრულიად დანგრეულია, ასევე განადგურებულია 10-მდე ბავშვთა საავადმყოფო.

„შვიდი მილიონი ბავშვი უკრაინაში რუსეთიდან წარმოებული საომარი მოქმედებების გამო განათლების მიღების გარეშე დარჩა“, – წერია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს სრული მონაცემები არ არის.