პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები მარიუპოლსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ. რამდენიმე ევროპელმა პოლიტიკოსმა მათ შორის ვიოლა ფონ კრამონმა და პეტრას ასტრევიჩუსმა ვიდეო მიმართვაც გაავრცელეს.
ირკვევა, რომ ევროპარლამენტარები ქალაქ ლვოვში არიან და უახლოესს საათები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.
„მარიუპოლელებო, ჩვენ ევროპარლამენტარები, დღეს ლვოვში ვიმყოფებით, თქვენზე ვფიქრობთ და ისე გვტკივა, როგორც თქვენ“, - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.
პეტრას აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, რომ პუტინი აუცილებლად დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს.
„ვიცი, რომ მარიუპოლი გადარჩება და გაიმარჯვებს. პუტინი დამარცხდება. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, მედგრად დადექით“, - თქვა აუსტრევიჩუსმა.
Members of the European Parliament visited Ukraine in Lviv and sent their support message to Mariupol.
— Euromaidan Press (@EuromaidanPress) March 12, 2022
1,500 civilians died in the city during the blockade. Today at 9:30, the aid departed to Mariupol in yet another attempt to establish the earlier agreed humanitarian corridor. pic.twitter.com/6sgCjpZ69v