ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს სკანდალური პოსტი უკრაინის სამშობიაროს დაბომბვაზე - რა ეწერა განცხადებაში, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

ორსული გოგო

მარიუპოლში, სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა და სამი დაიღუპა. მათ შორის, ბავშვი.

მარიუპოლიდან გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები, მათზე აღბეჭდილი ადამიანები არამხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ თითქმის ყველა დიდ და გავლენიან საერთაშორისო გამოცემებში მოხვდა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფოტოები პროპაგანდისტულია და ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია უკრაინელი ბლოგერი, რომელსაც „რეალისტური მაკიაჟი“ აქვს გაკეთებული. 

დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ აღნიშნულ თემას „ტვიტერზე“ პოსტიც კი მიუძღვნა. 

პოსტში ეწერა, რომ ფოტო რეალობას არ ასახავდა.

„უფრო მეტიც, ის ორსულად საერთოდ არ არის, ის ორ­სუ­ლი ქალის როლს თამაშობს“, - ეწერა საელჩოს განცხადებაში.

რუსეთის საელჩოს ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით, „ტვიტერმა“ გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩოს „ტვიტი“ წაუშალა