ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა

შეხვედრა ბელარუსში

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები პრიპიატის მიმდებარედ, დასრულებულია. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ მოითხოვა რუსული ჯარის გაყვანა მთელი ქვეყნის ტერიტრიიდან, მათ შორის ოკუპირებული დონბასიდან.

დაზუსტებული ინფორმაცია და დეტალები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ეს იყო პირველი მოლაპარაკება რუსული ინტერვენციის მეხუთე დღეს, მხარეებს შორის. უკრაინის  დელეგაციაში იმყოფებიან ფრაქცია„ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაცია TCG-ში ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.