„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს - 1984 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.