ბელორუსიაში გამართული მოლაპარაკების პარალელურად რუსი ოკუპანტები ჩერნიგოვს "უმოწყალოდ" ბომბავენ, ქალაქის ცენტრში ხანძარია - უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, ახალი საომარი კერა ჩერნიგოვშია.

სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები უმოწყალოდ ბომბავენ ჩერნიგოვს.

ბელორუსიაში რუსეთ-უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, მოლაპარაკებების კვალდაკვალ ამ წუთებში რუსი ოკუპანტები ჩერნიგოვს ბომბავს.

28 თებერვალს, ომის მე-5 დღეს, უკრაინის დროით, 12:20 საათზე შექმნილი ვითარების შემდეგ, ინტენსიური სროლა ბელოვის, როკოსოვსკოს, დოზენკოს, პუხოვას ქუჩებზე 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ჭურვების ჩამოყრის შედეგად, ტერიტორიაზე კერძო და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

ასევე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ცენტრში გაჩნდა.