საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს აჭიანურებს.
„ერთი კვირა გავიდა, პუტინმა ვერ შეძლო „კი“-ს თქმა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე“, – აცხადებს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკის თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება არის ის, რამაც უნდა შეაჩეროს სისხლისღვრა და გზა მისცეს დიპლომატებს, იმუშაონ გრძელვადიან მშვიდობაზე.
„ომის დროს ყოველი დღე ადამიანის სიცოცხლის საკითხია. საჭიროა ზეწოლა, რათა მოსკოვმა საბოლოოდ აღიაროს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.