VIDEO: ცნობილმა ჯგუფმა KAZKA-მ უკრაინაში ომის შესახებ სიმღერა გამოუშვა - კომპოზიცია სირენის ხმით იწყება

KAZKA

უკრაინულმა ჯგუფმა KAZKA-მ უკრაინის მოვლენებზე სიმღერა "I'm Not Ok" გამოუშვა. წამყვანმა სოლისტმა სიმღერა პოლონეთში, კრაკოვში ჩაწერა.

კომპოზიცია ჯგუფის ორი წევრის გარეშე დაიწერა, რომლებიც სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ. ახლა ისინი უკრაინას იცავენ.

არტისტი ამბობს, რომ ამ სიმღერის მთავარი გზავნილია მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ უკრაინაში ყველაფერი „კარგად არ არის“.

„მუსიკა გახდა ჩვენი თავდაცვა, იარაღი და რუპორი. ჩვენ კარგად არ ვართ. ეს არის ყველა უკრაინელის ისტორია. სწორედ ამას გრძნობს უკრაინა ახლა", - თქვა KAZKA-მ.

სიმღერის ვიდეო გადაღებულია ცარიელ ოთახში, რომელიც თავშესაფარს მოგვაგონებს. ვიდეოს დასაწყისში ისმის სირენის ხმა, რომელსაც ახლა რუსეთის მიერ დაბომბვის დროს უკრაინის თითქმის ყველა დასახლებაში გაიგონებთ.