პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში, წუხელ კიდევ ერთი მებრძოლი დათო გობეჯიშვილი დაიღუპა.
„შევურიგდი პირველ ცოლს",- ეს არის ქართველი მებრძოლის ბოლო ფოტო სოციალურ ქსელში, რომელიც 51 წლის დათო გობეჯიშვილმა 4 დღის წინ გააზიარა.
„ლომო უფალი გფარავდეს, ვერ იშორებ ამ იარაღს“,- ასე ამხნევებდნენ უკრაინაში წასულ დათოს მეგობრები.
ქალაქ ირპენში მყოფი მებრძოლის, ზაალ ლატარიას თქმით, 51 წლის დათო გობეჯიშვილი კიევში 4 დღის წინ ჩავიდა.
იგი წუხელ ირპენში ძლიერი შეტაკებისას დაიღუპა.
ლატარიას თქმით, სოხუმიდან დევნილი დათო გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა.