პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლვოვში ხარკოვიდან ლტოლვილი კატა იპოვეს, რომელიც ევაკუაციის დროს დაიკარგა. ამის შესახებ უკრაინულ მედიაში წერენ.
„ველკრო“, ასე ჰქვია ოთხფეხას, რომელიც ლვოვის რკინიგზის სადგურზე დაიკარგა მაშინ, როდესაც მეპატრონეებთან ერთად ომს გაურბოდა. ორი კვირის შემდეგ, ადგილობრივმა მოხალისემ იპოვა მფლობელი, რომელიც უკვე გადავიდა ჟიტომირის რეგიონში.
დიასახლისმა მოხალისე მაშინვე მოძებნა, როდესაც გაიგო, რომ მის კატა იპოვა.
„მანქანის ქვემოდან კატა გამოვიდა და ისეთი მშიერი იყო, რომ საჭმელი რომ დაინახა, მივარდა და ჭამა დაიწყო“, - ამბობს გალინა მონჩაკი ლვოვიდან.
ქალი ამბობს - მაშინვე მივხვდი, რომ კატა შინაური იყო. შემდეგ კი ერთ-ერთ ჯგუფში აღმოვაჩინე დაკარგული ცხოველის შესახებ გამოქვეყნებული განცხადება
იმ დროისთვის კატის პატრონი ლვოვიდან ჟიტომირის მხარეში უკვე გადასული იყო, თუმცა მოხალისის ზარის შემდეგ მალევე უკან დაბრუნდა.
კატა ოჯახმა ცხოველების თავშესაფრიდან ორი წლის წინ იშვილა. ცხოველის წამოსაყვანად ირინა კონოვალენკომ თითქმის 350 კილომეტრი გაიარა.