VIDEO: რუსი ნაციონალისტი ამტკიცებს, რომ ხელში „აზოვსტალის“ მცველის თავის ქალა უჭირავს - უკრაინამ გაეროს მიმართა

ukrainis ombudsmeni

უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა გაეროს მიმართა ვიდეოს გამო, რომელშიც ასახულია რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ერთ-ერთ ხელმძღვანელად მიჩნეული იგორ მანგუშევი, ხელში თავის ქალით.

საუბარია ვიდეოზე, რომელიც 28 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოჩნდა და, რომელშიც ასახულია, რომ იგორ მანგუშევს ხელში თავის ქალა უჭირავს. როგორც თავად მანგუშევი ამტკიცებს ეს მოკლული უკრაინელის, „აზოვსტალის“ ერთ-ერთ დამცველის ქალაა.

„ის, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს ცოცხლებთან მიმართებაში, საიდუმლო არ არის, მაგრამ იგივე ხდება გარდაცვლილებთან მიმართებაში. პროპაგანდისტების მეშვეობით რუსები აგრძელებენ უკრაინელების დეჰუმანიზაციას, ამართლებენ მასობრივ მკვლელობებს. რუსეთის ასეთი ქმედებების ერთადერთი მიზანი დაღუპულთა ახლობლებისთვის კიდევ ერთხელ ტკივილის მიყენებაა...

როგორც ომბუდსმენმა, მე უკვე ვაცნობე გაეროს საგამოძიებო კომისიის ფაქტების დამდგენი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოლე სოლვანგს და დავუკავშირდები უკრაინის გენერალურ პროკურატურას“- წერს უკრაინის ომბუდსმენი.