ცნობილია, ვინ შეცვლის „აზოვის“ პოლკის გაუჩინარებულ მეთაურს - „აზოველები“ ამჟამად „ლეფორტოვოში“ იმყოფებიან

აზოვი

უკრაინული პოლკის "აზოვის" რამდენიმე მეთაური, რომლებიც მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაზე შტურმის მიტანისას ტყვედ ჩავარდნენ, მოსკოვში, "ლეფორტოვოს" წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს. თუმცა, ეს ცნობა  ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ უკრაინელ ოფიციალურ პირებს. 

სად იმყოფება "აზოვის" მეთაური, დენის პროკოპენკო, ჯერჯერობით უცნობია.

ორი დღის წინ  პოლკის პრესსამსახურმა  განაცხადა, რომ პროკოპენკოს ნაცვლად "აზოვს" დროებით მაიორი ნიკიტა ნადტოჩი უხელმძღვანელებს.

19 ივნისს, კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე "აზოვის" მებრძოლთა ნათესავებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ ადგილზე მებრძოლების დაღუპვის თარიღებით და სახელებით დაპრინტული 55 დროშა მიიტანეს.