VIDEO - როგორ უსმენენ უკრაინელები ზელენსკის მიმართვას - ემოციური კადრები

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის პირველი მიმართვა გაავრცელა, პში ერეზიდენტის მიმართვის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ემოციური კადრები, თუ როგორ უსმენენ უკრაინელები ქვეყნის პირველი პირის მიმართვას.

„ახალი წელი, ახალი დღე და ახალი შეჯამება.
წლის პირველ დღეს, 45 „შაჰიდია” ჩამოგდებული. მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს – მფრინავებს და მეზენიტეებს, მათ ანგარიშზე 33 „შაჰიდია“.

მადლობას ვუხდი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას კიდევ 12 “შაჰიდის” ჩამოგდებისთვის.
რუსი ტერორისტები კი, როგორი საცოდავებიც იყვნენ, ისეთი საცოდავები არიან ახალ წელსაც.
ჩვენი ერთობა კი, საოცარ კონტრასტს ქმნის იმ შიშთან, რაც რუსეთში მეფობს.

მათ ეშინიათ – ეს იგრძნობა და სწორადაც ეშინიათ, რადგან ისინი წააგებენ.

ვერც დრონები, ვერც რაკეტები, ვერც სხვა იარაღი მათ ვერ დაეხმარება, რადგან ჩვენ ერთად ვართ. ისინი კი, შიშთან ერთად არიანახალი წლის ღამეს უკრაინელები საკუთარ შინაგან ენერგიას კვებავდნენ, მადლობას უხდიდნენ ჩვენს მეომრებს, ახლობლებს და მთელს უკრაინაში, მთელს თავისუფალ სამყაროში ისმოდა და ახლაც ისმის ჩვენი სურვილი – გამარჯვების სურვილი.ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეც იყოს! “. – განაცხადა მიმართვის დროს ზელენსკიმ.