პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ისინი, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს ეძახიან, ძალიან ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ სინამდვილეში ეშმაკის მხარეს არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 დეკემბერს რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე საპასუხოდ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ ენაზე რუსებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთს ტერორს მსოფლიოში არავინ არ აპატიებს.
„მთელი ეს ომი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, თქვენ - რუსეთი, ის NATO-ს წინააღმდეგ არ არის, როგორც თქვენი პროპაგანდისტები იტყუებიან, ის რაღაც ისტორიულისთვის არ არის, ის იმისთვის არის, რომ ერთი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში დარჩეს. ხოლო რა დარჩება თქვენგან, რუსეთის მოქალაქეებო - მას არ ადარდებს…
თქვენს ლიდერს სურს, აჩვენოს, რომ მის უკან დგას სამხედროები, რომ ის წინ დგას, მაგრამ ის უბრალოდ იმალება. ის იმალება სამხედროების უკან, რაკეტების მიღმა, მისი რეზიდენციების და სასახლეების კედლებს მიღმა.
ის შენს უკან იმალება და შენს ქვეყანას და მომავალს წვავს. ტერორს არასოდეს გაპატიებთ, ამას მსოფლიოში არავინ აპატიებს, უკრაინა არ აპატიებს.
მადლობა ყველას, ვინც იცავს უკრაინას! მადლობა ყველას, ვინც წინა ხაზზეა! მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის! " - განაცხადა ზელენსკიმ.