უკრაინის საჰაერო თავდაცვა ევროპაში, შეიძლება, ყველაზე მძლავრი გახდეს - ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

"უკრაინის საჰაერო თავდაცვა ევროპაში, შეიძლება, ყველაზე მძლავრი გახდეს, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია მთელი კონტინენტისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„საკვანძოა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, ჩვენი დონბასი, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ბახმუტი, სოლედარი, კრემენაია… გვიკავია პოზიციები. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთებიც, სადაც ცოტ-ცოტა წინ მივიწევთ. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. აი, ნამდვილი გმირები! ჩვენ განვიხილეთ სიტუაციას სამხრეთში, ჩვენს საზღვარზე, იარაღის მიწოდება, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მიმდინარე წელს ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, არამედ გავაძლიერეთ, როგორც არასდროს. თუმცა ახალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო ძლიერი და შედეგიანი გახდება. უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება, გახდეს ყველაზე მძლავრი ევროპაში და ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.