პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სიმღერა ჩაწერეს, რომელიც რამდენიმე დღეში უკრაინული სუბტიტრებით გადაიცემა უკრაინის ყველა ტელეკომპანიის გაერთიანებულ არხზე.
„რამდენიმე დღის წინ „ბრავო რექორდსმა“ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი პროექტი დააანონსა
დღეს წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ლუას (ქეთათო ნერგაძე) სიმღერას: „We Stand Together“, რომელიც 4 და 5 მარტს ჩაიწერა ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების და გორის ქალთა კამერული გუნდის მიერ ჩვენს სტუდიებში
სიმღერის ჩაწერაზე მუშაობისას, პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა, ტექნიკურმა პერსონალმა და „ბრავო რექორდსის“ თანამშრომლებმა უდიდესი ემოცია ჩადეს სიმღერისა და ვიდეოკლიპის შექმნაში, რითაც სურდათ აღფრთოვანება, თანადგომა და სიყვარული გამოეხატათ ჩვენთვის ასე ახლობელი, თავისი ქვეყნის გადასარჩენად მებრძოლი გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ
ჩვენი პროექტის ფარგლებში მოზიდული თანხა გადაეცემა უკრაინის „წითელ ჯვარს“. ვიდეოკლიპში მითითებულია „წითელი ჯვრის“ საბანკო ანგარიშის ნომერი. ნებისმიერი თანხა, ერთი ლარიც კი, რომელსაც თქვენ გაიღებთ, მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის ტკივილის შესამსუბუქებლად. Слава Україні!
სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპი და სტუდიაში მუშაობის ამსახველი ვიდეო (Making Off), რამდენიმე დღეში უკრაინული სუბტიტრებით გადაიცემა უკრაინის ყველა ტელეკომპანიის გაერთიანებულ არხზე“, - წერს ზაზა შენგელია.