1747516646
უკრაინაში ომის გაგრძელების მომხრე მხოლოდ ვლადიმერ პუტინი და სერგეი შოიგუ არიან - უკრაინული დაზვერვა

უკრაინაში ომის გაგრძელების მომხრე მხოლოდ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ არიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის გენერალიტეტიც კი ძირითადად ომის წინააღმდეგია.
"რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიგნით დიდი პრობლემები დაიწყო. სინამდვილეში, ახლა მხოლოდ ორი ადამიანია, რომელიც პირდაპირ გამოდის ომის გაგრძელებით. ყველა დანარჩენი ამის დასრულებას ცდილობს.
ორი ადამიანი აბსოლუტურად ღიად გამოდის ომის გაგრძელებით - ესაა პუტინი და შოიგუ. რუსეთის გენერალიტეტიც კი ძირითადად წინააღმდეგია", - ამბობს ბუდანოვი.