მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - ამინდი ევროპის ქვეყნებში
1751126406
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საყვარელი ქართველი მომღერალი გიგი დედალამაზიშვილია და შესაბამისად, საყვარელი ვოკალური ჯგუფი - "მგზავრები".
ცნობილი ფაქტია, რომ პრეზიდენტი უკრაინაში გამართულ "მგზავრების" კონცერტებს ხშირად ესწრებოდა.
პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Instagram-ში მილიონობით ადამიანის ინტერესის ქვეშ არის და მისი მიმდევრები 17 მილიონს შეადგენს. ხოლო თავად ზელენსკი მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 194 ადამიანით ინტერესდება და მათი ე.წ. ფოლოუერია.
ამ 194-ს შორის ერთ-ერთი გიგი დედალამაზიშვილია, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ადამიანების გვერდით საპატიო ადგილს ვიქტორია ბექჰემთან, ჯო ბაიდენთან იკავებს და ამავე დროს, "მგზავრების" სოლისტი ამ სიაში ერთადერთი ქართველია.
ამჯერად, "პრაიმტაიმი" ქართველებთან ერთად მოქეიფე ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო კადრებს გთავაზობთ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.