წყალი 26 საათით შეწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს
1742844904
რუსული ჯარები კუპიანსკში შევიდნენ, ოკუპანტებისგან ქალაქის გათავისუფლების ოპერაციაში ადგილობრივი პოლიცია და სპეცდანაყოფები მონაწილეობენ.
"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუპიანსკის მერი პოლიციასთან ერთად ოკუპანტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ხარკოვის ოლქის პოლიცია, ხელმძღვანელობა, სპეცრაზმი, ტერიტორიული სამმართველოები, საპატრულო პოლიცია მუშაობს 24 საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლების მიერ ფიცის დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ჩვენი პოლიციელები რუსი დამპყრობლებისგან ქალაქის გათავისუფლებაში მონაწილეობენ.
კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცებს - დაყარეთ იარაღი, ჩაბარდით.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ გარანტიას ვაძლევთ თქვენს სიცოცხლეს“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.