უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ნოემბერში გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ნოემბერში გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც გერმანიაში „რამშტაინის“ ავიაბაზაზე 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, ნოემბერში ჩატარდება. ინფორმაციას აშშ-ის თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება და მას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაუძღვება.

„2024 წლის ნოემბერში პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ქვეყნების ლიდერების დონეზე ვირტუალურ შეხვედრას გაუძღვება, სადაც ისინი საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ იმსჯელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ქვეყნების ლიდერების დონეზე 12 ოქტომბერს გერმანიაში უნდა გამართულიყო, თუმცა იმ დროს აშშ-ში ქარიშხალ „მილტონის“ გამო ბაიდენმა ვიზიტი გადადო.