უკრაინის თავდაცვის მინისტრი: დღეის მდგომარეობით, რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ესკალაციის ალბათობა დაბალია

ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის შეიარაღებული ძალების დამრტყმელი ჯგუფების ფორმირება არ ფიქსირდება.

„დღეს, რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ დამრტყმელი ჯგუფების ფორმირება არ ფიქსირდება. დღეის მდგომარეობით, რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ესკალაციის ალბათობა დაბალია“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ამჟამად უკრაინის საზღვართან 115 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული. კერძოდ, ისინი განლაგებულნი არიან ბელარუსში, რუსეთში, დონბასსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმში.