კადრები ფარნავაზ მეფეზე მდებარე ბინიდან, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა - რას ჰყვება მეპატრონე
1790335887
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხი მიმოიხილეს და პარლამენტების კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
"შეხვედრებისას იმ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართ მუდმივად არსებობს. ორი ქვეყნის თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაც დაკავშირებადობას აძლიერებს. ეს არის "შუა დერეფნის" ფუნქცია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ, ორი ქვეყანა ერთმანეთს ვაძლიერებთ. ერთობლივი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას და ზოგადად, რეგიონის მყარ პოზიციონირებას ემსახურება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების არაღიარების და დაგმობის გამოხატვის გამო, მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.