წყალი 36 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1790191248
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს.
სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა.
ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცა საგამოძიებო უწყებას.
სამსახური მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შეტანის მცდელობისგან. პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებითა და კონტროლის მექანიზმებით და
მსგავსი უკანონო ფაქტების გამოვლენას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება.