1774974670
თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის აღსაწერად სიტყვა „გარდაუვალს“ აღარ გამოიყენებს
თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში პოტენციურ შეჭრაზე საუბრისას სიტყვა „გარდაუვალს" აღარ გამოიყენებენ.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განმარტებით, აღნიშნული სიტყვა მან და სხვა მაღალჩინოსნებმა რამდენჯერმე გამოიყენეს, რამაც არასწორი მოსაზრება შექმნა.
„ჩვენ შევწყვიტეთ სიტყვა - „გარდაუვალის" გამოყენება, რადგან ვფიქრობ, რომ ამან გაგზავნა შეტყობინება, რომლის გაგზავნასაც არ ვაპირებდით - თითქოს ვიცოდით, რომ პრეზიდენტ პუტინს ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება",- განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
ჯენ ფსაკის თქმით, შემთხვევების უმეტეს ნაწილში, როდესაც ის შეჭრაზე საუბრობდა, ის ამბობდა, რომ პუტინს „ნებისმიერ დროს შეეძლო შეჭრა“.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა
1774987500
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1774987813











