პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
"რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში:
1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის; 2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს); 3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე; 4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს - ლონდონი, ვარშავა, კიევი; 5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს (თუ მსოფლიომ წინასწარ არ იმოქმედა, რუსეთი მინიმუმ ცხინვალის ანექსიას გააკეთებს. სულ რომ ბოლომდე შეუძვრეს ივანიშვილი, ეს მისთვის არაფერს ცვლის, ვინაიდან ის დასავლეთს ექიშპება და უგებს ნიშანს და ივანიშვილი სასაცილოდ არ ყოფნის. ამ გზით ივანიშვილი დასავლეთსა და უკრაინას მაინც მოიმადლიერებდა)", - წერს სააკაშვილი.