პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთს შეერთებულ შტატებთან უკრაინის შესახებ სასაუბრო არაფერი აქვს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის შეხედულებები სრულიად საპირისპიროა.
„რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ჩვენ მათთან (ამერიკელებთან) განსახილველი არაფერი გვაქვს.
როდესაც ჩვენ ვეხებით უკრაინის თემას, ეს ყველაფერი ორმხრივი სიგნალების გაგზავნით მთავრდება, მაგრამ არ შეიძლება იყოს დიალოგი ან მით უმეტეს, მოლაპარაკებები, რადგან ჩვენი შეხედულებები პოლარულად საპირისპიროა“, - განაცხადა რიაბკოვმა.