ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს - გენშტაბი

ტანკი

ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან კი, 50-ჯერ გახსნა ცეცხლი.

სარაკეტო დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა ხარკოვის, ვოლინის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთს შავი ზღვაში დისლოცირებული ჰყავს შვიდი საბრძოლო ხომალდი. მათ შორის არის ერთი წყალქვეშა ნავი, რომელსაც „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გადააქვს.