„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გერმანული სარაკეტო სისტემები IRIS-T უკვე უკრაინაშია.
„საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. გერმანიიდან IRIS-T-ის სისტემები უკვე აქ არის. ამერიკული „ნასამსები“ კი, მალე აქ იქნება“, – წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.
რეზნიკოვის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და უკრაინას უფრო მეტი სჭირდება.
„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, – წერს რეზნიკოვი.