1744400836
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა აშშ-ის გარეშე ჩატარდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ „რამშტაინის“ ფორმატის შემდეგი შეხვედრა აშშ-ის გარეშე ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„რამშტაინის“ ფორმატის შემდეგი შეხვედრა გაიმართება დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობით, გერმანიის აქტიური როლით. ამიტომ ეს ფორმატი გააგრძელებს არსებობას და მუშაობას როგორც საერთო უსაფრთხოების, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებასა და განმტკიცებაზე“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„რამშტაინის“ ფორმატის შემდეგი შეხვედრა 11 აპრილს გაიმართება.
იმის შესახებ, რომ აშშ-ის წარმომადგენლები „რამშტაინის“ ფორმატის უახლოეს შეხვედრას არ დაესწრებიან, 3 აპრილს გახდა ცნობილი.
კერძოდ, გამოცემა Defense News-მა განაცხადა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეტი პირველად უგულებელყოფს „რამშტაინის“ შეხვედრას. გამოცემის წყაროების ცნობით, ის შეხვედრაზე არც პირადად წასვლას და არც ონლაინ ჩართვას არ აპირებს.